პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ორდენებით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 14:26, 14 Jan, 2017     2692
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.


„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ჩვენ თაობაში, ჩვენ რეალობაში თავი შესწირეს ჩვენი სახელმწიფოსა და დროშის სამსახურს, ვინც შეძლეს ურთულეს ვითარებაში შეენარჩუნებინათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ თბილისის თავზესწორედ საქართველოს დროშა ფრიალებდეს, რომ საქართველოს კუთხეები იყოს ამ დროშით გაერთიანებული.

დღეს აქ არიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდა ამ დროშისთვის. დღეს არიან ის ადამიანები, ვისი თანამებრძოლენიც დაეცნენ ამ ბრძოლაში. დღეს აქ არიან იმათი ოჯახის წევრები, ვინც თავი შეწირა ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

სიმბოლურია, რომ დღეს აქ არიან ის ადამიანებიც, ვინც თავისი სამსახური სწორედ ქვეყნის დაცვას მიუძღვნა.

დღეს აქ არის ის ახალი თაობა, ვინც გადაიბარებს დროშას და ვინც მომავალ თაობებში, საუკუნეებით გამტკიცებულ ჩვენს სახემწიფოს გააგრძელებს.

ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ყველას გისურვებთ რომ გქონოდეს ძალა, უნარი და შემწეობა, რომ ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს და დროშას. ღმერთი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოებისას.

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებისმე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მექანიზებული ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა უფროსი ლეიტენანტი სერგო გუჯეჯიანი;

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ უფროსი ლეიტენანტები თენგიზ აბსანძე, ვახტანგ ფარცვანია, მერაბ კვინიკაძე, რიგითები ნიკოლოზ (ნიკოლაი) გერაშენკო, რუსლან გვასალია, გიორგი შენგელია, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მებრძოლი ჭიჭიკო დადვანი, შინაგანი ჯარებისზემდეგები ლილი თაკვარელია, გურამ ხადური, კაკო ხადური, სოხუმის ცალკეული ასეულის სამხედრო მოსამსახურე სერგეი კვარაცხელია, სამხედრო პოლიციის ზემდეგი ხვიჩა ლემონჯავა.

მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“კი, დაჯილდოვდნენ მამუკა კოკაია - შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ზემდეგი და კახა სამადალაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგითი.

ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42