ირაკლი კობახიძე კალანდობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო
პოლიტიკა - 10:00, 14 Jan, 2017     2231

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გურიის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და კალანდობა მიულოცა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად გურიაში იმყოფებოდა, სადაც კალანდობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო.

„პირველ რიგში, ვულოცავ ამ ლამაზ დღეს გურიას, გურულებს და გურიასთან ერთად სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს. პირველად ვიღებ მონაწილეობას ამ ლამაზ ღონისძიებაში და ეს ძალიან კარგი გრძნობაა. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მივულოცო შობა, ახალი წელი და ვუსურვო ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტრადიციული საკალანდო თეატრალიზებული რიტუალი სოფელ ცხემლისხიდში, ქორეოგრაფ გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები: „შემოქმედი“,„იადონი“, „ელესა“,„ურეკი“ და „ზენაარი“ მონაწილეობდნენ.

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, კალანდობა, იგივე კალანდრა ახალ წელიწადს ნიშნავს და მას განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველოში-გურიაში აღნიშნავენ. ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის დადგომისთანავე, ოჯახის უფროსი ჯერ მარანს და საბძელს მოინახულებდა, შემდეგ შედიოდა სახლში და ოჯახს ღვინით დალოცავდა. კალანდის ღამეს გურიაში მეალილოეებიც დადიოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42