საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის პრემიერს შეხვდა
პოლიტიკა - 10:59, 14 Jan, 2017     1332
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან.


მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა გადასცა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და მზაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ორი ქვეყნის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვას შორის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სექტორული თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გააქტიურებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრის და ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქმიან წრეებს შორის კავშირების განვითარებასა და ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას. შეხვედრისას ასევე დაფიქსირდა მზაობა საქართველოსა და ლიტვას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42