სტრასბურგში მოსამართლეთა კონკურსის შერჩევისთვის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი ჩავარდა. კომიტეტზე ქვორუმი არ შედგა. რა კითხვები არსებობს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით და რამდენად შეძლებს საქართელო, მითითებულ ვადებში ჩაეტიოს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე უკვე ოთხი თვეა გადაწყვეტილებას ელოდებიან. არასამტავრობო სექტორი ვარაუდობს, რომ ამ საკიტხის გადავადების მიზეზი არა ტექნიკური პრობლემა, არამედ ევროპულ სასამართლოზე წარდგენილი ქართველი მოსამართლეების შემადგენლობაა.
„ჩვენ ნაწილობრივ გვქონდა პრობლემა მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე პრობლემა რაც იყო, იკვეთებოდა მათ პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მიუკერძოებლები ვერ იქნებოდნენ, შესაბამისად, ის გადაწყვეტილება რაც მიღებულ იქნა სტრასბურგის მიერ, რა თქმა უნდა იყო სწორი და ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იფიქრონ ახალი კანდიდატების წარდგენაზე“, - აცხადებს ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






