სტრასბურგში მოსამართლეთა კონკურსის შერჩევისთვის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი ჩავარდა. კომიტეტზე ქვორუმი არ შედგა. რა კითხვები არსებობს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით და რამდენად შეძლებს საქართელო, მითითებულ ვადებში ჩაეტიოს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე უკვე ოთხი თვეა გადაწყვეტილებას ელოდებიან. არასამტავრობო სექტორი ვარაუდობს, რომ ამ საკიტხის გადავადების მიზეზი არა ტექნიკური პრობლემა, არამედ ევროპულ სასამართლოზე წარდგენილი ქართველი მოსამართლეების შემადგენლობაა.
„მე, როგორც კომისიის წევრს, დამრჩა ნათელი წარმოდგენა, რომ ეს კომისია და ეს პროცესი არ იყო შექმნილი ყველაზე უფრო კვალიფიციური და ყველაზე უფრო კეთილსინდისიერი პიროვნებების გამოსავლენად ეს იყო პროცესი, რომლის მიზანიც იყო წინასწარგანსაზღვრული ადამიანების გაგზავნა სტრასბურგში, როგორც კანდიდატების“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






