როგორც „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რაც მოხდა, არის ქვეყნის სირცხვილი და ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაიწყოს მსჯელობა ახალი კონკურსის ჩასატარებლად, რადგან ევროპაში არსებობს კითხვები კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით. დავითაია დარწმუნებულია, რომ საკითხი რომელიც იანვრის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, ჩავარდება და ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით შალვა შავგულიძე კომენტარს აკეთებს:
“რჩება აშკარად ის შთაბეჭდილება, რომ ევროპის საბჭოსთვის არ არის მისაღები ეს კანდიდატურები. მიწოდებულია ინფორმაცია ამ კანდიდატურების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით. შერჩევა არ იყო გამჭვირვალე, არ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტს, როგორც უნდა ხდებოდეს. გარკვეული პირები, წარდგენილები, პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან და ახლოა მათი კავშირი მმართველ პოლიტიკურ ძალასთან და ალბათ ეს ყველაფერი მოქმედებს,“ - განაცხადა შავგულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






