თემურ გაბაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „მთის კურორტების განვითარების კომპანია" განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 18:20, 13 Jan, 2017     5408
კურორტ “გოდერძიზე” აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „მთის კურორტების განვითარების კომპანია" განცხადებას ავრცელებს:

"2017 წლის 1 იანვარს სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ სრიალის დროს 32 წლის თემურ გაბაიძე წაიქცა და მას დაეჯახა უკნიდან მომავალი არასრულწლოვანი მოთხილამურე. შემთხვევის დღეს გონდოლას სათხილამურო გზაზე, სადაც თემურ გაბაიძე და 500-მდე მოთხილამურე იმყოფებოდა, სრიალი იყო დასაშვები. დაბალი ხილვადობა მხოლოდ მეორე საბაგიროზე იყო, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არ ფუნქციონირებდა.

დაშავებულმა თავის არეში თხილამურით დაზიანება მიიღო. სამაშველო სამსახურმა და მოთხილამურე პატრულმა მომხდარზე დაუყოვნებელი რეაგირება მოხდინეს. შეჯახება მოხდა 14:05 წუთზე, სასრიალო ტრასიდან კი დაზარალებულის ჩამოყვანა პირველადი დახმარების პუნქტამდე 14:09 წუთზე განხორციელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს თავის ინტრაკრანიალური ტრავმა და ღია ჭრილობა აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალმა დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია და 17:10 საათზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება ხულოს რაიონულ საავადმყოფოში განახორციელა. პაციენტი სსდ ეკიპაჟმა ხულოს რაიონულ საავადმყოფოში 19:00 საათზე შეიყვანა. ექიმების მიერ თემურ გაბაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ გადაწყდა დაშავებულის ბათუმში გადაყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს რაიონულმა საავადმყოფომ კატასტროფის ბრიგადის გამოძახების თაობაზე განაცხადი 19:05 საათზე გააკეთა. ბრიგადა ბათუმიდან გავიდა 19:10 საათზე, ადგილზე მივიდა 21:00 საათზე, რის შემდეგაც პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში (ევექსი) გადაიყვანეს. ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე დაშავებულს თან ახლდა მისი მეუღლე.

სამწუხაროდ, 12 დღიანი მკურნალობის შემდეგ თემურ გაბაიძე 13 იანვარს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-მე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42