აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე "გოდერძიზე" მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა
შემთხვევა - 17:36, 13 Jan, 2017     16265

კურორტ “გოდერძიზე” მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაიცალა.

არსებული ინფორმაციით, თემურ გაბაიძე ფეხსაცმლის ზონარს იკრავდა, როდესაც თხილამურებით გადაუარეს. თემურ გაბაიძემ ქალა-ტვინის დაზიანება მიიღო.

თემურ გაბაიძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს, 13 იანვარს გარდაიცვალა.

ფაქრთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს კურორტ „გოდერძზე“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სამინისტრო თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. ტრაგიკულად დაღუპული პიროვნება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, შესაბამისად უწყების თითოეული თანამშრომლისთვის მომხდარი ფაქტი განსაკუთრებით მძიმეა. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს კურორტ „გოდერძზე“: კურორტზე მოქმედებს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, სქი პატრული და საზოგადოებრივ წესრიგს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონის სამმართველოს ჯგუფი იცავს. სათხილამურო ტრასების ტერიტორიაზე განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშნები, დამცავი ბადეები, სათხილამურო ტრასების კონტურის აღმნიშვნელი ალმები. თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოხმდარი საზარელი ტრაგედიაა და კიდევ ერთელ მწუხარებას გამოვხატავთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42