ხელისუფლებამ კომერციულ ბანკებს შესაძლოა, არაპროფილური საქმიანობა შეუზღუდოს
პოლიტიკა - 17:56, 13 Jan, 2017     9932
საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელსაც პარლამენტმა მხარი 2016 წლის 30 დეკემბერს დაუჭირა, ხელი მოაწერა. რას ითვალისწინებს საკანონმდებლო პაკეტი? რას და, - 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა, რეგულირდება ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთი, რაც მთავრობის ინიციატივით, მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ძნელი სათქმელია, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ლარს გაამყარებს თუ არა, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ ე.წ. ლარიზაციის საბაბით, კომერციული ბანკები გარკვეული დარტყმის ქვეშ დადგნენ.

„მართალია, ჯერ ამ ინიციატივას კანონპროექტის სახე არ აქვს, მაგრამ „ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდნენ, ლობირებენ იდეას, რომლის ძალითაც, კომერციულ ბანკებს საქმიანობა შეეზღუდებათ, ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა, ბანკებს უფლება აღარ ექნებათ, რომ საბანკოს გარდა, ხელი სხვა ბიზნესსაც მიჰყონ,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო.

ამასთან, „ნიუპოსტის“ რესპოდენტი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კომერციულ ბანკებს მიეცათ უფლება, რომ ე.წ. არაპროფილური ბიზნესი ეწარმოებინათ.

„ასე, მაგალითად, ბანკს შეეძლო, რომ სასწავლებელი ან, სულაც, სამედიცინო კლინიკა გაეხსნა. საქართველოში ნებისმიერი, მათ შორის, მსხვილი მეწარმეც ბიზნესს, როგორც წესი, ბანკიდან აღებული კრედიტით იწყებს. შესაბამისად, იმ დროს, როცა ბანკს არაპროფილური ბიზნესის კეთების უფლება აქვს, ეს ბაზრზე ერთგვარ მონოპოლიას აჩენს. ზუსტად ამიტომ, ძალიან ბევრ ბიზნესმენს შეექმნა პრობლემა. შორს რომ არ წავიდე, რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ბანკებმა თითქმის გააკოტრეს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მაგალითად, ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა კერძო უმაღლესი სასწავლებელი გახსნა, კეთილმოაწყო და არც ახლაგახსნილი სასწავლებლის გაპიარება გასჭირვებია, თან სწავლის საფასურიც შეამცირა. შედეგად, მხოლოდ აბიტურიენტები კი არ მიიზიდა, არამედ, მობილობის დროს სხვა სასწავლებლებიდან სტუდენტებიც ბლომად წაიყვანა. ამან კი ის გამოიწვია, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს და რომესლაც ავტორიზაციაც გავლილი აქვს და აკრედიტაციაც, პრინპიში, დახურვის საფრთხის წინაშე დადგა, რადგან მისი მთავარი შემოსავალის წყარო სწორედ სტუდენტთა სწავლის გადასახადია,“ - ეუბნება „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო.

მისივე თქმით, კომერციული ბანკების „გაპაპაჯვარებას“ ხელი იმანაც შეუწყო, რომ ცხონებული კახა ბენდუქიძის ინიციატივით თავის დროზე საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმნდა.

„ეს უწყება, შეიძლება, ბევრს არაფერს აკეთებდა, მაგრამ მის მიმართ, მინიმუმ, მორიდება არსებობდა, ანუ მეწარმე, როგორი დიდი მფარველიც უნდა ჰყოლოდა, ცდილობდა, კანონი უხეშად არ დაერღვია და მონოპოლისტად არ გამოცხადებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა, მსვხილმა ბიზნესმენებმა, ამ შემთხვევაში, ბანკირებმა, მაპატიეთ და, ყველაფერი ფეხზე დაიკიდეს, თან მოგეხსენებათ, „ნაციონალების“ დროს თითქმის ყველა ბანკს ხელისუფლებასთან ღია თუ ფარული კავშირი ჰქონდა. ჰოდა, პასუხს ვინ მოსთხოვდათ?! ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რაც წეღან გითხარით. „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ანტიმონოპოლიური სააგენტო კი შეიქმნა, მაგრამ ეს მკვდრათშობილი ორგანიზაციაა - არავინ იცის, მისი ხელმძღვანელი და თანამშრომლები ხელფასს რაში იღებენ. ამ გადმოსახედიდან შეიძლება, კარგიც იყოს, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აეკრძალოთ,“ -ეუბნება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც არ ამტკიცებს, რომ ბანკების საქმიანობის რეგულაციით ლარი გამყარდება, მაგრამ როგორც ბიზნესში ჩახედული ადამიანი მიიჩნევს, რომ ამით მონოპოლია ასე თუ ისე აღმოიფხვრება და ბიზნესის კეთებაც გაადვილდება.

მონოპოლიებზე საუბრისას „ნიუპოსტის“ წყარო კიდევ ერთ საინტერესო მოსაზრებას ავითარებს. კერძოდ, ამბობს, რომ საქართელოში ე.წ. პროტექციონისტული მონოპოლიები ყვავის:

„ამიტომ, საჭიროა გარკვეული სექტორების მუდმივი დემონოპოლიზაცია, რათა ფასები დარეგულირდეს და არ ვიყოთ „შეთქმულების“ მსხვერპლმი. ყველაფერი ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე მხოლოდ 3000 დოლარია, რომელიც მსოფლიო დონის საშუალო მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება. ამიტომ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ჩვენი მოსახლეობა უფრო ძლიერად გრძნობს და განიცდის.მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მოსახლეობის ფენებს შორის მაღალია შემოსავლების დიფერენციაციის ხარისხი, რაც, დაახლოებით, 16/1-ია.

დღეს ქვეყანა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, მხედველობაში მაქვს სასურსათო პროდუქცია, ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მე თუ მკითხავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა იყოს მხარდაჭერილი. ინფრასტრუქტურის განვითარება, რათქმა უნდა, კარგია, მაგრამ მიუღებელია, როცა სოფლის მეურნეობას ინსფრასტრუქტირაზე გაცილებით ნაკლები თანხა აქვს გამოყოფილი. როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, იმპორტის სახით შემოჰქონდეს ხახვი, პომიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი? სწორედ ამ კუთხით უნდა იქნეს გამოყენებული კრეატიული, მაღალტექნოლოგიური და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდები. ამ მხრივ კარგი მაგალითია თურქეთი და ისრაელი. სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი, ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი იმიტომაა, რომ მათთვის მაღალმომგებიანი მხოლოდ კომუნიკაციები და ენერგოსფეროა, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მხარდაჭერა ამ დარგისათვის, რომ ყველა ფერმერსა და გლეხს, გაუჩნდეს ამ სფეროში ჩართვის სურვილი. მაგალითად, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბელგია, ნორვეგია, ავსტრია, კანადა და აშშ-ია, ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტიდან პირდაპირ აფინანსებენ სოფლის მეურნეობას, თან საკმაოდ დიდი დოზით. ევროკავშირმა მარტო 2008 წელს 60 მილიარდი დოლარი გამოყო სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად. ჩვენი გადარჩენაც სწორედ ეს გზაა.“

ერთი სიტყვით, „ნიუპოსტის“ წყარო მიიჩნევს, რომ თუ „ოცნება“ სპეცკანონს მიიღებს, რომლითაც ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აეკრძალებათ, ამით, მინიმუმ, მონოპოლიური გარემო ფასადურად მაინც შეიცვლება და საქართველოში ბიზნესის კეთებაც გაადვილდება, თუმცა აქვე, რესპოდენტი არ გამორიცხავს, რომ სპეცკანონის მიღების წინააღმდეგი ეროვნული ბანკი წავიდეს, რომელსაც კომერციულ ბანკებთან, შესაძლოა, გარკვეული არაოფიციალური ბმა ჰქონდეს. ზოგადად, ლარის კურისს რეკორდულ დაცემას ზოგი სწორედ ეროვნულ ბანკისა და კერძო ბანკების ფინანსურ თამაშებს უკავშირებს.

ისე, 13 იანვარს, ეროვნულ ბანკთან მეანაბრეებმა მდუმარე აქცია გამართეს. პროტესტანტებმა ეროვნული ბანკის შენობასთან სამგლოვიარო „ვენოკი“ და ტრანსფარანტი - „ეროვნული ბანკი მიცვალებულია“ მიიტანეს, აქციას „აკომპანტომენტს“ კი სამგლოვიარო მუსიკა „უწევდა“...

ირაკლი ბიძნაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42