ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდში შედიან: მამუკა ახვლედიანი, დავით ავალიანი და თამაზ შოშიაშვილი.
სააკაშვილის მხარდამჭერთა გუნდი ასე გამოიყურება: ირაკლი ნადირაძე, თემურ გრიგალაშვილი და მარიკა დათუკიშვილი. ფრაქციას ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს.
საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრია. მისივე თქმით, ფრაქცია ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, სახელიც გადაერქმევა, თუმცა დეპუტატი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა ახალი სახელწოდება ”ევროპული საქართველო”.
ჯერჯერობით უცნობია რომელ ფრთას შეუერთდება სევდია უგრეხელიძე.
არსებული ინფორმაციით, ის საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
ფრაქციების - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” სხდომა 16 იანვარს გაიმართება.
ახვლედიანის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოში წარმოდგენილი მეშვიდე დეპუტატის, სევდია უგრეხელიძის პოზიცია, თუ რომელ ფრთას შეუერთდება, ჯერჯერობით უცნობია.
მისივე თქმით, ფრაქცია ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, სახელიც გადაერქმევა, თუმცა დეპუტატი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა ახალი სახელწოდება ”ევროპული საქართველო”.
მასალის გამოყენების პირობები






