პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი მოაწერა - საფინანსო ორგანიზაციებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ
პოლიტიკა - 15:24, 13 Jan, 2017     6529
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმების საფუძველზე ხელი მოაწერა კანონებში შესატან ცვლილებებს, რომლებიც „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებას“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებას, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს და „თამასუქის შესახებ“ კანონში ცვლილებას უკავშირდება.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოისმინა ყველა მხარის შეხედულება და მოსაზრება კანონებში ცვლილებებთან დაკავშირებით და შეჯერდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ეროვნული ბანკი აღმოფხვრის ყველა იმ ტექნიკური ხასიათის ხარვეზს, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს.

„ვიხელმძღვანელეთ იმ ღირებულებებით და კრიტერიუმებით როგორიცაა საქართველოს ეკონომიკის განვითარება, კერძო სექტორის გაძლიერება, საზოგადოების ინტერესების დაცვა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები :

პირველი, ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე.

დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე აიწიოს მომავალში. ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოთხოვნა ფულზე ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში საკმაოდ დიდია.

ამასთანავე, გვაქვს კითხვები - საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ასე დაჩქარებულ და ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით, იმის ფონზე რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონოდებლო ინიციატორების მხრიდან.

შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან, ონლაინსესხების კომპანიებთან, და საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

მოვისმინეთ ყველა მხარის შეხედულება და მოსაზრება ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, ეროვნული ბანკი აღმოფხვრის. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს.

სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ კანონპროექტებს მოაწეროს ხელი”, - განაცხადა ბრიფინგზე მაია მელიქიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42