Human Rights Watch ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოცაა საუბარი. ანგარიშის ავტორები მედიის დამოუკიდებლობის ნაწილში რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობს.
Human Rights Watch -ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის საკუთრების ირგვლივ მიმდინარე დავა 2016 წელსაც გრძელდებოდა და შეშფოთებას იწვევდა მედიაში ხელისუფლების ჩარევა. აღნისნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა:
„რა რეაგირება ექნება ამ ანგარიშზე, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა ვაკვირდებით და ვსწავლობთ სხვა ორგანიზაციების ანგარიშებს, მაგრამ ჩვენი პოზიცია ევროკავშირის ანგარიშებში გამოვხატეთ, მათ შორის პროგრესთან დაკავშირებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან კონტექსტში. ჩვენი ანგარიში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ, ყურადღებას ამახვილებს ყველა საკითხზე. ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გაგრძელება საქართველოში. ხაზს უსვამს მედიათავისუფლებასა და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობას. ჩვენ რა თქმა უნდა ვკითხულობთ სხვების ანგარიშებს, მაგრამ ჩვენს პოზიციას ჩვენივე რაპორტებში გამოვხატავთ“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მასალის გამოყენების პირობები






