რატომ არ შედგა სტრასბურგში ქართველი მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი - წულუკიანის უწყების პასუხი
პოლიტიკა - 13:48, 13 Jan, 2017     1780
სტრასბურგში მოსამართლეთა კონკურსის შერჩევისთვის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი ჩავარდა. კომიტეტზე ქვორუმი არ შედგა. რა კითხვები არსებობს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით და რამდენად შეძლებს საქართელო, მითითებულ ვადებში ჩაეტიოს.

როგორც „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რაც მოხდა, არის ქვეყნის სირცხვილი და ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაიწყოს მსჯელობა ახალი კონკურსის ჩასატარებლად, რადგან ევროპაში არსებობს კითხვები კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით. დავითაია დარწმუნებულია, რომ საკითხი რომელიც იანვრის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, ჩავარდება და ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„ნიუპოსტი“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. სადაც განაცხადეს, რომ სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო არ ჩატარდა, მომდევნო სხდომა კი იმავე დღისწესრიგით ჩატარდება და წარდგენილნი იქნებიან კვლავ იგივე კანდიდატები:

„რა შუაშია კანდიდატები აქ? ჩავარდა რას ნიშნავს? რა თქმა უნდა ისევ ის კანდიდატები იქნებიან, რომლებიც ახლა იყვნენ. სხდომა არ ჩატარებულა, კანდიდატების განხილვა ვერ შედგა, რადგან არ იყო შესაბამისი ოდენობის ადამიანი, შემდგომი სხდომა ჩატარდება იმავე დღისწესრიგით, რაც ახლა იყო“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის მისთვის მისაღები ალექსანდრე ბარამიძეა, რომელიც მისი აზრით აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც კი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება ჰქონდეს. ხმალაძეც აცხადებს, რომ სხდომა ქვორუმის არასრებობის გამო არ შედგა:

„სხდომა არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო. მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ბარამიძე არის ის კანდიდატი, რომლეიც ჩემი აზრით აკმაყოფილებს ყველა იმ მოტხოვნას, რაც კი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება ჰქონდეს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

პაატა დავითაიას განცხაადებით, სხდომაზე ჟურნალისტების დასწრება თავისუფალი უნდა ყოფილიყო, თუმცა, სხდომას არცერთი ჟურნალისტი არ დასწრებია და არ არსებობს არავითარი ჩანაწერი. დავითაია მიიჩნვს, რომ აუცილებელია ახალი კონკურისის ცატარება და ახალი კანდიდატების შერჩევა, თუმცა, როგორც „ნიუპოსტს“ რესპონდენტებმა განუცხადეს მსგავსი არაფერი იგეგმება და მომავალ სხდომაზე იმავე კანდიდატების წარდგენა მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42