ბანკების, ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების ახალი რეგულაციები - დღეს გახდება ცნობილი დაადებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს პარლამენტის მიერ გადაგზავნილ კანონპროექტს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სექტორთან კონსულტაციები გაიმართა და პრეზიდენტის გადაწყვეტიელბა ამის შესაბამისი იქნება.
აღნიშნულ რეგულაციებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია:
„ჩვენი პოზიცია ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით არის მკვეთრად უარყოფითი, იმიტომ, რომ ეს იყო მოუფიქრებელი გადაწყვეტილება. ეს ზომები, რომელიც ჩამოთვლილ იქნა პრემიერმინისტრის მიერ, არ მოიტანს არაფერს კარგს, პირიქით, შეზღუდავს ბიზნეს აქტივობას და ბიზნეს საქმიანობას. თუ პრეზიდენტი მიიღებს ამაში მონაწილეობას, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვიქნებით კმაყოფილი ამით,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






