ბანკების, ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების ახალი რეგულაციები - დღეს გახდება ცნობილი დაადებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს პარლამენტის მიერ გადაგზავნილ კანონპროექტს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სექტორთან კონსულტაციები გაიმართა და პრეზიდენტის გადაწყვეტიელბა ამის შესაბამისი იქნება:
“საუბარია კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და ონლაინ სესხების კომპანიებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ორი გზაა ერთი ვეტო, ანუ მოტივირებული შენიშვნების დაბრუნება პარლამენტისადმი, ან ხელმოწერა. ვერაფერს ვვარაუდობ, ახლა არის განხილვის პროცესი,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ.
კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






