"Human Rights Watch"-ის ანგარიში - "R2-ის საქმე, ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში და წინასაარჩევნო გარემო"
პოლიტიკა - 10:01, 13 Jan, 2017     1941
Human Rights Watch ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოცაა საუბარი. ანგარიშის ავტორები მედიის დამოუკიდებლობის ნაწილში რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობს.


Human Rights Watch -ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის საკუთრების ირგვლივ მიმდინარე დავა 2016 წელსაც გრძელდებოდა და შეშფოთებას იწვევდა მედიაში ხელისუფლების ჩარევა.

განცხადების ავტორებს მოყვანილი აქვთ, ივნისში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო რუსთავი 2-ის ამჟამინდელმა მფლობელებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რადგან ხალვაშის სასამართლო პროცესს, მათი თქმით, ხელისუფლება მართავს ოპოზიციური ტელეარხის ხელში ჩასაგდებად.

ანგარიშში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნაწილზეც არის საუბარი და ამ კონტექსტში ნახსენებია ე.წ. კაბელების საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილზე.

"ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე კითხვებს აჩენდა შერჩევითი სამართლის და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე,"- ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში ჩატარების თაობაზეც წერს.

ანგარიშის ავტორები აქვე აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი დამკვირვებლების ჯგუფებმა მიუთითეს ხმების მოსყიდვის, პოლიტიკური დაშინების და არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის რამდენიმე შემთხვევაზე.

Human Rights Watch -ის ანგარიშში დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაც მოხვდა.

წინასაარჩევნო გარემოს მიმოხილვისას კი ნახსენებია ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე სროლისა და ქართული ოცნების სამ აქტივისტზე თავდასხმის ფაქტები.

ანგარიშში საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზეც.

"საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი, ეფექტური მექანიზმი სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად,"- ნათქვამია ანგარიშში და მოტანილია გასულ წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი ორწლიანი ანგარიში, რომელიც სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ წამებას და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.

ანგარიშში ასევე საუბარია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე ქვეყანაში. წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების უკანონოდ ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გამოქვეყნებაზე, რომელიც ავტორების თქმით სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად.

ანგარიშში ასევე მოხვდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ტრანსგენდერებზე თავდასხმის ფაქტებიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42