,,ნიუპოსტი“ ,,ევროპელი დემოკრატების“ ლიდერს პაატა დავითაიას ესაუბრა, რომელიც თავის დროზე, თავად იყო წარმოდგენილი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის წევრი. დავითაია ამბობს, რომ რაც მოხდა, არის ქვეყნის სირცხვილი და ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაიწყოს მსჯელობა ახალი კონკურსის ჩასატარებლად, რადგან ევროპაში არსებობს კითხვები კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით. დავითაია დარწმუნებულია, რომ საკითხი რომელიც იანვრის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, ჩავარდება და ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
,,სტრასბურგში დღეს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა ჩატარადა, რომლის წევრიც თავის დროზე გახლდით მე. განიხილებოდა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეთა კანიდადუტრები.
არაერთელ გამიკეთებია განცხადება, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხი გადაიდებოდა და ასეც მოხდა. იყო კითხვის ნიშნები კანდიდატებთან დაკავშირებით და ამაზე მედიაში არაერთხელ მისაუბრია. მინდა შევახსენო ყველას კითხვის ნიშნები არსებობს კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით“ - ამბობს დავითაია და იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელიც სტრასბურგს საქართველოს მთავრობამ გადაუგზავნა სიცრუეს უწოდებს.
,,რეალურად, გახდა ცნობილი იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ევროპის საბჭოს და სადაც წერია, რომ შერჩევის მომენტში ჟურნალისტების დარსწრება იყო თავისუფალი. ეს იყო ტყუილი, რადგან არცერთი ჟურნალისტი არ დასწრებია. მეორე, თითქოსდა ჩანაწერები გადაეცა მასმედიის წარმომადგენლებს და ესეც იყო ტყული, ამაზე მთელი საზოგადოება საუბრობდა. აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანდა, რომ დღეს სხდომაზე ეს საკითხი ვერ გავიდოდა. მოხდა ისე, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, დღეს ქვორუმი არ შედგა. ახალი მოსამართლე უნდა აირჩეს იანვარში. შემდეგი კომიტეტი დაინიშნა სესიის წინა დღეს, სტრასბურგში, სადაც განხილული უნდა იყოს ეს საკითხი და შემდეგ კენჭისყრაზე გავიდეს. პირდაპირ ვაცხადებს, რაც შარშანაც და ათი დღის წინაც აღვნიშნე, რომ არც სესიის წინა დღეებში, იანვარში ეს საკითხი არ გავა. მაშინ როცა ორჯერ საკითხი არ გადის, ჯიუტად ამის წარდგენა არ შეიძლება. საკითხი ჩავარდება, ამიტომ, ქვეყანა რომ არ შერცხვეს, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყონ მუშაობა და მსჯელობა ახალი გამჭვირვალე კონკურსის ჩატარებისთვის და მოსამართლეთა კანდიდატების გამოსავლენად. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოსამრთლეს, რომელიც არის საქართველოდან წარდგენილი, ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება. თუ კანდიდატი არჩეული არ იქნება და მოქმედ მოსამართლეს გაუგრძელდება ვადა, ეს იქნება ქვეყნის სირცხვილი, რომ ახალი მოსამართლე ვერ შეირჩა, ის, რომ ქვეყანა ვადებში ვერ ეტევა და იმის გამო, რომ ევროპაში გაჩნდა კითხვის ნიშნები კანდიდატებთან დაკავშირებით. ამიტომ დროულად ჩაატარონ ახალი კონკრუსი“ - აცხადებს პაატა დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






