„მოულოდნელი იყო, რომ ბოკერიას გუნდა ახალი პოლიტიკური ცხოვრება „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლანძღვით დაიწყო ეს ივანიშვილის სიტყვას და საქციელს გავდა, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი ლანძღვის გაგრძელებას მთავრი ამოცანა არის დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წინ წავიყვანოთ ქვეყანა“- აღნიშნა ბოკუჩავამ.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ როგორ გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას და ექნება თუ არა ფრაქცია რაზეც ენმს ლიდერმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ფრაქცია აუცილებლად ექნება.
„ენმ გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას რადგან ვფიქრობთ , რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება, რომლითაც უნდა ვებძოლოთ ივანიშვილს ამის პარალელურად ჩვენ მოვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების და მოსახლეობის მობილიზებას- განაცხადა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება ე.წ ბოკერია-უგულავას გუნდის წევრების ბრალდებას, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას საქართველოს მესამე პრეზიდენტს აბრალებენ ბოკუჩავამ თქვა, რომ წარსულშიც ყოფილა მსგავსი შემთხვევები.
„წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, რომ გარკვეული პოლიტიკოსები ან ჯგუფები მიდიოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ეს მათი არჩევანია ენმ გაძლიერებას აპირებს“- აღნიშნა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






