„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ლიდერები, რომლებიც უახლოეს დღეებში ახალი პარტიის დაფუძნებას აპირებენ, ითანამშრომლებენ ყველა პარტიასთან, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებას დაამარცხებს.
ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ყოფილ თანაგუნდელებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
„ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაამარცხებს. ამ მიმართულებით „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
რაც შეეხება შეკითხვას, როგორია პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილის პოზიცია ენმ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უგულავა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან კომუნიკაცია არ ჰქონია:
„მიუხედავად იმისა, რომ ერთ ციხეში ვისხედით, მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, ვანო მერაბიშვილი თავის მკაფიო პოზიციას, თვითონ იტყვის“, - აღნიშნა უგულავამ.
საკითხს თუ ვინ იქნება ახალი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის მხარს დავით ბაქრაძეს დაუჭერს.
„ამ თემაზე ყრილობა უნდა ჩატარდეს, თუმცა, მე მხარს დავით ბაქრაძის კანდიდატურას ვუჭერ“, - აცხადებს უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






