როგორც დედაქალაქის ყოფილმა მერმა ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, ახალი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დავით ბაქრაძეს დაუჭერს.
"ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრებმა შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს მანქანა ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს მაშინ მეორე გადაწყვეტილება შვილებმა მიიღონ. ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში.
ყველა პოლიტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე, ჩვენ-ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხს იმ სიკეთეზე, რაც ჩვენს ხალხს შეიძლება მოვუტანოთ და იმ არასწორ ქმედებებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას შეიძლება მოვუტანოთ. ამიტომ კითხვა დღეს არის მარტივად - დიახ მეგობრებო, 2012 წელს ჩვენ ყველანი ჩამოვვარდით კვარცხლბეგიდან და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება. ამ დავაში და ამ დებატებში მე არ შევალ და ხალხის გადაწყვეტილება ყოველთვის არის სწორი და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ."- განაცხადა უგულავამ
მასალის გამოყენების პირობები






