„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დავით ბაქრაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
ბრიფინგზე განცხადება დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამაც გააკეთა:
„ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და თუ რამე შანსი იყო, რომ პარტიის ერთიანობა შენარჩუნებულიყო, მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს პარტია გადარჩენილიყო.
ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშილს, იგი დიახ, იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამე ეს პარტია შემქნა ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა, ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება. ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, რადგან დღეს ებრძოლო ივანიშვილის, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, უნდა იყო თავზეხელაღებული. დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანშვილი და მისი ფორმალური მმართველა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა, მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ადამინური ტკივილი. ეს ადამიანი უკვე აღარ არის ლიდერობის ღირსი, მე ამას ვამბობ გულისტკივილით, ეს აღარ არის ის მიხელ სააკაშვილი, რომლეიც ხალხს აერთიანებდა 2012 წელს და ხალხს აძლევდა იმედს.
ჩვენ ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხს. კითხვა დღეს არის მარტივი, 2012 წელს ჩვენ ყველანი ჩამოვარდით დიდი კვარცხლბეკიდან და ეს არის ხალხის გადაწყვეტიელბა. 2012 წლის შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ მძიმე გზის გავლა. პარტიები სასურველია, რომ არ იქმნებოდეს ერთი ადამიანის გარშემო. 2012 წლის შემდეგ თოთოეულმა ჩვენგანმა გადავწვიტეთ დაგვემტკიცებია, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ის პრობლემები, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს აწუხებს.
პოლიტიკოსები ხალხს არ აინტერესებს, მათ წინსვლა და პროგრესი აინტერესებთ. თუ ჩვენ რეფორმას ვერ ჩავატარებთ საკუთარ პარტიაში, მაშინ არ მიგვიღებს ჩვენ საკუთარი საზოგადოება. ყველა იმ ადამიანს მივმართავ, ვინც არ თვლის, რომ ვიღაც ღმერთია და ვიღაც ნოლია. ვინც საკითხს ასე აყენებს, მე იმათ გვერდით არასდროს არ ვიქნები, ასე თავი დაიმცირო, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. პოლიტიკა არ არის დავარცხნილი საუბრები, პოლიტიკა ყოველთვსი არის ინტერესების ჭიდილი. როდესაც საკუთარ შექმნილ პარტიას თვითონვე დაანგრევ ისმის კითხვა, გაქვს ამის უფლება? მე მასთან ჭიდაობაში და პოლემიკაში არ შევალ, რადგან ის არის პოლიტიკური დევნილი. ამ მარაზმში ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩემთვის წითელი ხაზი იყო ის, როდესაც ზუგდიდის საუბარი მოვისმინე. ერთი პროცენტითაც თუ გჯერათ, რომ ასეთ ადამიანს შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, იმ 99%-ს გვერდით გადავდებდი და იმ ერთ პროცენტს ჩამოვეკიდებოდი. მანვე არ დატოვა ერთიანობის ეს ერთი პროცენტი შანსი. ამ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ერთი ადამიანი და ეს ადამიანი არის ამ პარტიის შემქმნელი.
არ ვაპირებ ენის მოჩლექვას, არ მაინტერესებს ვინ რას პრუტუნებს. უნდა მივხედოთ რეალურ საქმეს. მე არ ვაპირებ წარსულზე საუბარს, მთელი ამ წლების გამო, ერთად ბრძოლის გამო, მიხეილ სააკაშვილს მადლობას ვეუბნები, მაგრამ პოლიტიკა არის მსახურება არა ლიდერების, არამედ პოლიტიკა არის მსახურება ხალხის. ვინც თვლით, რომ ხართ ნოლი დარჩით იქ, მაგრამ ჩვენ ნოლიდან დავიწყებთ იმ სამუშაოებს, რომელიც ქვეყანაში ვითარებას შეცვლის. სევდა გვაქვს, მაგრამ არა ტრაგიზმი. ეს არ არის ტრაგედია, ტრაგედია იყო ის, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






