"ეს არ არის დაშლა, ეს გუნდის გაყოფაა" - ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის ფრთამ ენმ დატოვა
პოლიტიკა - 14:59, 12 Jan, 2017     3385
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დავით ბაქრაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა :

„ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს კამათს და დისკუსიას, რომელმაც არასწორი ფორმა მიიღო. ასეთი უთანხმოებები არსებობდა ყოველთვის, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავადა საკითხები, ეს ეხებოდა პარტიის ტაქტიკას, მის წარსულს და აწმყოს, იმ ადგილს, რომელიც პარტიას უნდ ეკავოს, ეს უთანხმოება ეხება პარტიის მომავალს, რა უნდა შევთავაზოთ ჩვენს ქვეყანას. ამ უთანხომოებების გაგრძელება იყო ის დებატები, რომელიც ყრილობასთან დაკავშირებით მიმდიანრეობდა, ყრილობის იმ ფორმით ჩატარება, რომლითაც იგეგმება პარტიის გახლეჩვას მოემსახურება. დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე როდესაც ხდება პარტიის გაყოფა.

ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ ამ პარტიის სახელით, მათ არასდროს უკან არ დაუხევიათ, არ დაუხევიათ უკან მაშინაც როდესაც ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა, არც აქციებზე, ქუჩაში, პარლამენტში არ დაუხევიათ უკან. ეს გუნდი იყო სახე და ხერხემალი ნაციონალური მოძრაობის ამ წლების განმავლობაში, დღეს ხდება ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, ეს არის მძიმე განცხადება. ნებისმიერი რთული ემოცია და ტკივილი ყოველთვის არის მომავლის შექმნის თანმდევი პროცესი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები ჩვენს შორის, ეს არის წარსული, ჩვენ ვიწყებთ მომავლის შენებას, იმ მომავლის შენებას, რომელიც სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. დავრჩებით მოკავშირეებად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეიდან ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ახალ ბრძოლას, რომლის ამოცანაც იქნება ივანშვილის და მისი გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ ენმ-ს მთავარი ოფოსოს წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42