იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, დამოუკიდებელი ინსპექტორები სასამართლოს წესით შეირჩევიან. მისივე თქმით, კანონის გარდამავალ დებულებებში კონკრეტული ვადები უკვე გაწერილია.
დამოუკიდებელი ინსპექტორი იქნება საჯარო მოხელე, რომელიც კონკურსის წესით განწესდება:
„ის იქნება საჯარო მოხელე, რომელიც კონკურსის წესით განწესდება და ბუნებრივია, საბჭო მობილიზებულია, რომ კანონის ეს განაწესი სრულყოფილად ვადებში იქნას შესრულებული. ბუნებრივია, გამოცხადდება კონკურსი და კონკურსის წესით მოხდება თანამდებობის დაკავება. კრიტერიუმები ის არის, რომ უნდა იყოს იურისტი და უნდა ჰქონდეს პროფესიული გამოცდილება მინიმუმ 10-წლიანი ვადით მაინც. ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ კანონის მოთხოვნებს და ყველა ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც საჭირო იქნება ამ ინსტიტუტის ასამოქმედებლად საბჭოს მიერ იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






