როგორც გურამ რჩეულიშვილმა პროცესზე განაცხადა, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის ისედაც რთულ მდგომარეობას მისთვის შექმნილი არასათანადო და გაუსაძლისი პირობები უფრო ამძიმებს.
"როცა თქვენ ამ საქმეს უდგებით სიძულვილით, არ მგონია, რომ რამე ობიექტური გამოვიდეს აქედან. თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება და იქ ყოფნა, ისეთ მდგომარეობაში როგორშიც არის.
კერძოდ, არის სუსტად. მნიშვნელობა არ აქვს კეთილთვისებიანია თუ არა სიმსივნე. ყველანაირად შეეცადეთ, რომ 60 წლის ქალისთვის შეგექმნათ ისეთი პირობები, რომ დაეტოვებინა საავადმყოფო, სადაც მართლა კარგი პირობებია და არის გადასარევი დაწესებულება და დაბრუნებულიყო კამერაში, რომელიც მაიას დღევანდელ მდგომარეობას უფრო გაუსაძლისს ხდის. მესმის, რომ რასაც ჩაგძახებენ იმას ამოსძახებთ, მაგრამ ზიზღი რა საჭიროა. თქვენს სახეზე ვხედავ ამ ზიზღს. მგონია, რომ სუბიექტური ზიზღი გაქვთ და ვერ ვხვდები რატომ. თქვენ ვერ განიხილავთ ამ საქმეს, თუ ასე მიუდექით”- განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






