"პირადად ჩავერთვები ქართული პროდუქციის შეძენაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:14, 12 Jan, 2017     1620
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისათვის“ პროგრამის ახალი პლატფორმის პრეზენტაციას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ წამოწყებას, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზეა ორიენტირებული და აცხადებს, რომ პირადად ჩაერთვება იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც სამამულო წარმოებას შეუწყობს ხელს.

„პირადად ვარ და ვიქნები ჩართული იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც ეროვნულ წარმოებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებაში არსებულ ინიციატივას, რომელიც სწორედ ქართული პროდუქციის შეძენაზეა ორიენტირებული და მინდა დაგარწმუნოთ აქ მყოფი ბიზნესმენებიც და მთავრობის წარმომადგენლებიც, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად - პირადად მე და ადმინისტრაცია, ვიქნებით ჩართული ეროვნული პროდუქციისა და წარმოების წახალისებაში; იმაში, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს ორიენტირებული სწორედ ჩვენი ეროვნული პროდუქციის შეძენასა და წარმოების გაძლიერებაში“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმ გამოწვევებზე პასუხი, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას არის არსებული ეკონომიკური მდგომრეობის და ეკონომიკური ვითარების დაძლევაში - დასაქმების გაზრდაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაში, იმ ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობაში.

„ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ძალიან ეფექტური ჯანდაცვის პროგრამა, თუ არ იქნება მეტი შემოსავლები. ჩვენ ვერ შევძლებთ გავაღრმავოთ ჩვენი ინვესტიციები განათლებაში, ჩვენ ვერ შევძლებთ უფრო ინტენსიურად დავაფინანსოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენ ვერ შევძლებთ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტურად, თუ არ იქნება წინ წამოწეული და გაზრდილი ჩვენი ბიზნესის შესაძლებლობები.

შესამაბისად, პასუხი უმრავლეს კითხვაზე, უმრავლეს გამოწვევაზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, სწორედ ჩვენი ბიზნესის გაძლიერებაშია”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

„აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისათვის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები - „აწარმოე საქართველოში“, ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინი გრანტები, „სტარტაპ საქართველო“ და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42