”გაზპრომთან” ახალი პირობები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას აუარესებს - ”კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მთავრობას მიმართვს
პოლიტიკა - 11:53, 12 Jan, 2017     2332
„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუარესებასა და ხელისუფლების არასწორ ქმედებაზე მიუთითებენ.
კოალიცია მთვრობას ახალი ხელშეკრულების გასაჯაროებასა და დამატებით განმარტებებს სთხოს.
„ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი შარშანაც გახდა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ერთსულოვანი უარყოფითი შეფასების შედეგად კონტრაქტის პირობები უცვლელი დარჩა. მეტიც, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აღიარეს რა შესაძლო რისკები, აღუთქვეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ კონტრაქტის არსებული პირობების შესანარჩუნებლად.

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებელია დამატებითი განმარტების წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:

რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ეს პოზიცია მიუღებელი იყო მთავრობისთვის შარშან?

რატომ უნდა მოხდეს სეზონური დეფიციტის სწორედ რუსული გაზით შევსება?

რა ნაბიჯები გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი მოცულობების უზრუნველყოფის საკითხი განხილულიყო სხვა მომწოდებლებთან ?

შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს, და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ.

რამდენად იყო მოლაპარაკებები უზრუნველყოფილი სტრატეგიული საექსპერტო გათვლებით და იყვნენ თუ არა ჩართული საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ მიგვეღო საუკეთესო პირობები.

ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვა, სადაც მთავრობის წევრები გარდა ამ და შესაძლო სხვა კითხვებზე პასუხისა, წარმოადგენენ კომპლექსურ ხედვას ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიაზე ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში.

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ არის 23 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, რომლის მიზანია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდაჭერა.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან :

1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia

2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency

3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy

4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation

5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia

7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association

8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - Institute for Development of Freedom of Information

9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center

10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative

11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development

12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation

13. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia

14. საზოგადოება და ბანკები - Society and Banks

15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies

16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative

17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics

18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies

19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center

20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia

21. ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi

22. კავშირი საფარი - Union Safari

23. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42