15 წლის განმავლობაშ პირველად „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების მთავარი პირობის ცვლილება მისაღებად მიაჩნიათ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს დიდი არჩევანი არ ჰქონდა. მათივე თმით, ახალი კონტრაქტით რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა არ მომხდარა.
ახალი ხელშეკრულება მიუღებელია ოპოზიციისთვის, აღნიშნული შეთანხმების გამო, ისინი ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და მოღალატეებად აცხადებენ. ახალ კონტრაქტს წინა შეტავაზებასთან შედარებით, უარესად მიიჩნევენ ექსპერტებიც.
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დადებული ხელშეკრულება ფინანსურად და გეოპოლიტიკურად საქართველოსთვის წამგებიანია:
„ეს არის ფინანსურად ძალიან წამგებიანი ჩვენთვის, გეოპოლიტიკურად წამგებიანი, მაგრამ საგანგაშო ისაა, რომ სადაც სერიოზული კოზირები გვქონდა, სადაც უცხოეთი გვეხმარეობდა, რომ ამ ხელშეკრულებაზე რ მოგვეწერა ხელი, მიუხედავად ამისა, საქართველო წავიდა ასეთ დათმობაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე არსებობს ფორმალური, არაფორმალური, ოფიციალური თუ პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტები და ქვეყანა არის საფრთხეში“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






