15 წლის განმავლობაშ პირველად „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების მთავარი პირობის ცვლილება მისაღებად მიაჩნიათ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს დიდი არჩევანი არ ჰქონდა. მათივე თმით, ახალი კონტრაქტით რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა არ მომხდარა.
ახალი ხელშეკრულება მიუღებელია ოპოზიციისთვის, აღნიშნული შეთანხმების გამო, ისინი ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და მოღალატეებად აცხადებენ. ახალ კონტრაქტს წინა შეტავაზებასთან შედარებით, უარესად მიიჩნევენ ექსპერტებიც.
„არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც ზეწოლას ახდენდნენ, ის თავის ინტერესებს იცავდა, ის ამბობდა ადრეც, რომ იმავე პირობებით არ გააგრძელებდა ამ ხელშეკრულებას. დიდი ალტერნატივები ჩვენს წინაშე არ იდგა, ამიტომ ვთვლი, რომ წარმატებული მოლაპარაკებები იყო ამ გაგებით, იმიტომ, რომ მაინც მაქსიმუმს მივაღწიეთ ალბათ. გაზვიადებულია ტრადიციულად ოპოზიციური განწყობების მქონე ადამიანების დამოკიდებულება კონკრეტულად ამ ხელშეკრულებასთან დაკავშრებით“, - აცხადებს რომან კაკულია.
მასალის გამოყენების პირობები






