დღეს შესაძლოა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ გაცხადდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ის ჯგუფი, რომელიც პარტიას ტოვებს, პოლიტიკურ ცხოვრებას სხვა ორგანიზაციის სახელით განაგრძობს. პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრიფინგის ფარგლებში, პოლიტიკური ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებენ. ცვლილებები მოსალოდნელია საპარლამენტო ფრაქციაშიც.
„როგორც ჩანს გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ გადაწყვიტა მრავალათასიანი ყრილობის ჩატარება, როგორც ჩანს მათ არ ჰქონდათ თავიანთი ხედვების, მოსაზრებების გამარჯვების იმედი, ისევ თავის პარტიის შიგნით, მათ პრობლემა აქვთ პარტიის ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან, მხარდამჭერებთან და არა ჩვენთან. „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაზე მეტია, მთავარია ფართომასშტაბიანი, ხალხთან ერთად ბრძოლა, რომელსაც ჩვენ დავანახებთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა ხათუნა ოჩიაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






