დღეს შესაძლოა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ გაცხადდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ის ჯგუფი, რომელიც პარტიას ტოვებს, პოლიტიკურ ცხოვრებას სხვა ორგანიზაციის სახელით განაგრძობს. პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრიფინგის ფარგლებში, პოლიტიკური ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებენ. ცვლილებები მოსალოდნელია საპარლამენტო ფრაქციაშიც.
„სამწუხაროა ის პროცესი, რაც განვითარდა, ჩემი აზრით ამაში კარგი არაფერი არ არის. დღეს არის ეს მოცემულობა, ამიტომ ამას სჭირდება ახსნა, თუ რატომ იყოფა „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად ეს განცხადება გაკეთდება. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ლიდერებისა, ამიტომ, პოლიტიკური ბრძოლა და აქტივობა გაგრძელდება, ნებისმიერ ადამიანს ამ მოძრაობაში უნდა ესმოდეს, რომ მთავარი საფუძველი ჩვენი არის ის, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციაში ხელისუფლებასთან და არა ერთმანეთთან“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






