გიორგი გახარია იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 19:23, 11 Jan, 2017     1286


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრს, რიოსეი ტანაკას შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე იაპონური მხარისთვის პრეზენტაცია გაკეთდა საქართველოში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

გიორგი გახარიამ იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ JICA-ს მეშვეობით საქართველოში განხორციელდა საგრანტო დახმარების მრავალი პროგრამა, მოხდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაცია და განვითარება. ამჟამად JICA ახორციელებს მსხვილ პროექტებს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, განახლებადი ენერგიის კუთხით JICA-მ 4 მლნ. აშშ დოლარზე მეტი გრანტი გამოყო და დაახლოებით 45 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისთვის - დაახლოებით 190 მლნ. აშშ დოლარი სესხი.

გიორგი გახარიამ იაპონურ მხარეს აცნობა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბდეს, როგორც ტრანზიტული ჰაბი. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა გონიოსა და წყალტუბოს კურორტების საინვესტიციო პროექტების შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით.

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო ნაბიჯებზე საქართველოს ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის იაპონურ ბაზარზე პოპულარიზაციის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას. იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში.

ამასთან, გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ იაპონია მხარს დაუჭერს ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42