,,გაზპრომი“ და რუსული პროპაგანდა საქართველოში - შარაშენიძე საფრთხეებზე საუბრობს
პოლიტიკა - 18:53, 11 Jan, 2017     1943

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოება და მიღებული გადაწყვეტილებები რეზონანსული საკითხია. აღნიშნულთან მიმართებით პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებენ. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ გარკვეულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, თუმცა არსებულ შეთანხმებაში კატასტროფული არაფერია, რადგან საქართველოსთან ამ მიმართულებით გარკვეული კონტრაქტი არსებობდა, თუმცა დღეისათვის მივიღეთ უარესი კონტრაქტი:

„ამ შეთანხმებაში კატასტროფული არაფერი არ არის, შეიძლება გაიმართლოს თავი ენერგეტიკის სამინისტრომ, ეს შეთანხმება ისეთია, როგორც ფორმდება ხოლმე საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. აქამდე ჩვენ ვიღებდით გაზს, რაც იყო ძალიან მომგებიანი, რუსები გვეუბნებოდნენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ეს არ არის, აქამდე როგორღაც ვიგერიებდით მათ. ახლა კალაძემ რატომღაც ვერ მოიგერია. კატასტროფული კონტრაქტი არ არის, მაგრამ არის უარესი კონტრაქტი. ჯერჯერობით დეტალებს ისინი არ ახმაურებენ, შესაძლოა ზეწოლა მიდიოდა იმ კუთხით, რომ ჩვენ დაგტოვებთ სომხეთთან ერთი-ერთზე და თქვენ დაელაპარაკეთ ფასზე და მიყიდეთ მათ გაზი, მაგრამ ეს ეფექტური ხერხი ვერ იქნებოდა, რადგან სომხეთის მთელი გაზგამანაწილებელი სისტემა არის რუსეთის ხელში, იქაც „გაზპრომია“ რეალურად. ეს ბერკეტი შესაძლოა ერთი შეხედვით ეფექტურია, მეორეს მხრივ შესაძლოა გვეთქვა, რომ იქაც „გაზპრომია“ და რაზე ვვაჭრობთ? ზეწოლის მეორე ბერკეტი შესაძლოა ყოფილიყო ის, რომ ეთქვათ თუ ამაზე არ წამოხვალთ ირანიდან მივაწვდით სომხეთს გაზსო, ჩვენ, როგორც სატრანზიტო ქვეყანა ამოვვარდებოდით საერთოდ. ის კი ფაქტია, რომ ამდენი ხანია ეს კონტრაქტი არსებობდა, ჩვენთვის ძალიან კარგი, ახლა მივიღეთ კონტრაქტი, რომელიც ჩვენთვის კარგი აღარ არის, არც კატასტროფაა წესით, მაგრამ რატომ? რა მოხდა ისეთი წელს, რაც არ ხდებოდა შარშან? ეს კითხვა უნდა დავისვათ ენერგეტიკის სამინისტროს.

საფრთხეს ვხედავ იმაში, რომ რუსული ტელეარხები ჩვეულებრივად მაუწყებლობენ საქართველოში, გამოდის არაერთი ქართულ ენოვანი საშუალება, რომელიც აშკარად ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ეს უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე ეს კონტრაქტი, ეს კონტრაქტი არის ერთი პატარა დეტალი“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42