აფხაზეთში რუსეთი სამხედრო ბაზას აშენებს - დანგრეული ქართული ტაძარი და სამხედრო ოპერაციის საფრთხე
პოლიტიკა - 19:32, 11 Jan, 2017     4399
აფხაზეთში, სოფელ წებელდაში, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ისტორიული ქართული ეკლესიის დაზიანების ფატს ქართულ პოლიტიკურ წრეებში უკანასკნელი დღეების მანძილზე არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებიკენ მოუწოდა. წებელდას ეკლესიის მშენებლობა მე-8, მე-9 საუკუნეებში დაიწყო და მე-18 საუკუნემდე გრძელდებოდა, რუსმა სამხედროებმა ბულდოზერით გადაუარეს. განადგურებულია სამარხები

მომხდართან დაკავშირებით, „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია „ნიუპოსტთან“ საუბრობს. დავითაიას განცხადებით რუსეთის ფედერაცია სოფელ წებელდაში სამხედრო ბაზის მშენებლობას აწარმოებს. მისი თქმით, აღნიშნული საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, რადგან ამ პოლიგონზე სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ჩრდილოელი მეზობელი უპრობლემოდ შეძლებს.

„აფხაზეთში გრძელდება კულტურის ძეგლების განადგურება, მაგრამ ახლა რა ეკლესიაც დაანგრიეს, ეს არის კოდორის ხეობამდე არმისული. საუბარია იმაზე, რომ მისი ძველი კედელი არის განადგურებული, რადგან იქ შენდება სამხედრო პოლიგონი. რუსეთის ფედერაციიდან ახალი გზა საქართველოში შემოსასვლელად კეთდება და იქვე კეთდება სამხედრო ბაზა, რაც იძლევა საშუალებას ამ მთიან ლანდშაპტში გადმოიყვანოს ტექნიკა, მოიყვანოს ბაზაზე და ამ პოლიგონიდან გაანაწილოს ზედა მიმართულებით, ეს საფრთხის შემცველია და რა თქმა უნდა, ამას შეეწირა კულტურის ძეგლიც, რომელიც იქ არის. “, - აღნიშნავს დავითაია.

მისივე თქმით, ეს არის მთის ლანდშაპტში გაკეთებული პოლიგონი, სადაც ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა და ამ ეტაპზე იქ ქართული მოსახლეობა თითქმის აღარ ცხოვრობს.

,,ჯამში შესაძლოა 5-10 ოჯახი იყოს. აფხაზები იქ არ ცხოვრობენ, საპოლიგონო ადგილიც არ არის, რადგან მთიანი ლანდშაპტია, ამის რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კოდორის ხეობის მიმართულებით გზის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, რეალურად საუბარი არის იმაზე, რომ თუ ეს პოლიგონი განლაგდა, იარაღის შემოტანა, ტანკების შემოყვანა, თუ გზა გაკეთდა კოდორის ხეობაზე, რუსეთის ფედერაციიდან ფსოუს გვერდის ავლით ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება. იქმნება ასეთი საშუალება, რომ თუ პირობითად დაჭირდა ჯარებს გადაადგილება და ეს პოლიგონი იქნა გამოყენებული, გამოდის, რომ რუსულ ძალებს ექნებათ შესაძლებლობა შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე სოხუმის გვერდის ავლით. არ დასჭირდებათ ენგურის ტერიტორის გავლა და არავითარი კონტროლი. საბრძოლო მოქმედებებისა და საფრთხეებიდან გამომდინარე, ძალიან მარტივი რამ კეთდება, დასავლეთ საქართველო ფაქტობრივად შესაძლოა აღმოჩნდეს ასეთ სისტემაში, სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც ჰქვია „მეშოკი“, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ზღვიდან შესაძლოა მოადგეს რუსეთის ფედერაციის გემები, აფხაზეთის მიმართულებიდან შესაძლოა დაიწყოს შეტევა, შესაბამისად ჯარების გადაადგილება არ დასჭირდებათ და მთიდან იხსნება ახალი გზა, რომელიც მარყუჟივით მოუჭერს სამეგრელოს და მოაცლის ერთი დარტყმით მტელ ტერიტორიას და რაც კი ჯარები იქნება შიგნით, შეექმნებათ პრობლემა" - აცხადებს პაატა დავითაია.

დავითაია საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს და ეჭვობს, რომ მმართველი ძალა კოდორის ხეობის სამხედრო საკითხით ნაკლებადაა დაინტერესებული.

,,სავარაუდოდ ხელისუფლებას ეს ინფორმაცია აქვს, მაგრამ დაკავებულია, ჩაისა და ყავის სმით და ბორდელების გარჩევით, რომელ ბორდელში ვის უშვებენ და ვის არა. არ მგონია, კოდორის ხეობის სამხედრო საკითხით იყოს დაინტერესებული“ - აცხადებს დავითაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42