"შეჩერდეს სისხლის სამართლებრივი დევნა"- "გირჩი" მთავრობას მიმართავს
პოლიტიკა - 15:34, 11 Jan, 2017     2385
პოლიტიკური პლატფორმა „გირჩი“ საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 31 დეკემბრის ღამეს, გირჩის ოფისში შედგა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. ადამიანებმა გააპროტესტეს რეპრესიული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა და მოითხოვეს სახელმწიფოსგან ადამიანის უფლებების პატივისცემა.

დაუმორჩილებლობის აქტის ყველა დეტალი იყო საჯარო, პოლიტიკური პარტიის პოზიცია კი ცნობილი იყო საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით.

ხელისუფლებას ჰქონდა ორ თვემდე ვადა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ან ვალდებულება - 31 დეკემბერსვე ემოქმედა ისევე, როგორც მოქმედებს რიგითი მოქალაქეების მიმართ.

დღეს, დაუმორჩილებლობის აქტის ჩატარებიდან თერთმეტი დღის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იკავებს პოლიტიკური პარტიის ოფისს და მტკიცებულებების სახით აღწერენ და იღებენ კანაფის ნარგავებს.

დღეს გირჩს დაგეგმილი ჰქონდა საქალაქო სასამართლოსთან გაეპროტესტებინა მოქალაქის მიმართ იგივე დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომლის გამოც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ჩვენ მოვითხოვთ პოლიტიკური გადაწყვეტილების ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებამ შეაჩეროს ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

გირჩის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს 265-ე მუხლის პირველი ნაწილით. მორალური დისკომფორტის გამო, ხელისუფლება ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ვერ აკავებს ამ პოლიტიკური აქტის მონაწილეებს. თუმცა მორალურად სწორი პოზიცია, იგულისხმება, რომ ადამიანებს უფლება აქვთ, პირადი მოხმარების მიზნით ფლობდნენ კანაბისის შემცველ პროდუქტებს, არ ცვლის არსებულ რეალობას, რომ საქართველოში სსკ-ის 265 მუხლით გასამართლებულია ათასობით ადამიანი და ასობით მოქალაქე, ამ კონკრეტული მუხლის შინაარსის გამო, ამჟამადაც სისხლის სამართლებრივად იდევნება. ამავდროულად, აღნიშნული მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე უკვე მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

ამიტომ, რადგან ცხადად ჩანს, რომ სიმართლე კანონის მხარეს არ არის, რადგან ეს კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და რადგან ამ უსამართლო კანონის ფაქტობრივი აღსრულება ჭირს საზოგადოების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წევრების მისამართით, მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა”- აღნისნულია „გირჩის“ მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42