„გირჩის“ უფლებებს დაიცავს იაგო ხვიჩია, ლიდერები ვინმეს დაკავებას არ ელოდებიან. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ გამოკითხვაზე დაიბარონ.
„საექსპერტო რა არის არ ვიცი, არ მოგვიტყუებია არც შსს და არც ხალხი ნამდვილად მარიხუანა არის დათესილი და ამოსული ვერ გეტყვით დღეს რას იზამენ შეიძლება ამოიღონ და წაიღონ ნივთმტიცებად შეიძლება დააკავონ ვიღაცეები წარმოდგენა არა მაქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და მოვიგებთ ამ ომს“ - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი საათია რაც სამართალდამცავები „გირჩის“ ოფისში იმყოფებიან, გამოძიება მიმდინარეობს 265-ეს პირველი ნაწილით რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცენარის, უკანონო დათესვას და კულტივირებას, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 2 დან 5წლამდე თავისუფლების პატიმრობას.
მასალის გამოყენების პირობები






