“პრეზიდენტი პანკისის ხეობაში „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ მხარდაჭერას გააგრძელებს”- შამანიდი
პოლიტიკა - 12:57, 11 Jan, 2017     1296
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი პანკისი ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრო, რომელზეც 3 იანვარს „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარი ხანძრის ინციდენტი განიხლეს.

პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე და სალაფიტების ერთერთი წარმომადგენელი.

პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ „კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში არაერთ პროექტს ახორციელებს და რამდენიმე პროექტისათვის სწორედ ის შენობა იყო გამოყენებული, რომელიც დაიწვა და მასში ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ასევე, ხატვის კურსები ტარდებოდა.

„ცხადია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაიწყო შარშან, მეტიც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის უფრო გაფართოებას პანკისის ხეობაში. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმა წლევანდელი წელი განათლების წლად გამოაცხადა და შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო პროექტებს”,- აღნიშნა სოფიო შამანიდმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, კახეთის რეგიონულ ცენტრში მომხდარ ინციდენტში არცერთი მხარე არავის ადანაშაულებს, დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ფაქტი კრიმინალური შემთხვევა იყო.

“ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ მოხდა კრიმინალი. ეს ამ შეხვედრაზე გაირკვა და მე მინდა მადლობა ვუთხრა სალაფიტების წარმომადგენლებსაც, უხეცესთა საბჭოსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ ამას ბოლოს და ბოლოს ნათელი მოეფინა”,- განაცხადა სოფიო შამანიდმა.

პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოხდა დროული რეაგირება და ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს.

“მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველდღიურ კავშირშია თავად მინისტრთან. ისინი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაირკვევა ვინ ჩაიდინა კრიმინალი, ნათელი გახდება, რომ არანაირი რელიგიური ელფერი ამ ინციდენტის უკან არ არის”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო შამანიდმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42