„გირჩის“ ოფისში სამართალდამცავები იმყოფებიან. ამის ასესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა. „შსს მოვიდა ოფისში“- წერს ჯაფარიძე. „ნიუპოსტთან“ საუბრისას ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მარეხუანას დარგვის საკითხთან დაკავშრებით, ჩხრეკა უნდა ჩატარდეს.
მოგვიანებით, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში მარეხუანა ისევე იქნება ლეგალური, როგორც ეს ბევრ ციბილიზებულ ქვეყანაშია:
„საქართველოში მარეხუანა იქნება ლეგალური, ისე როგორც ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშია. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოვიდნენ შს სამინისტროს წარმომადგენლები ოფისში და წარმოგვიდგინეს სასამართლოს განჩინება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს:
„ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება“, - აღნიშნა შს სამინისტროს წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები






