თუ როდის გაიმართება საკონსტიტუციო კომისიის სხდომა ჯერჯერობით უცნობია, სხდომაზე კონკრეტული სამუშაო ჯგუფები უნდა ამოქმედდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარები ოპოზიციის რიგებში კეთდება. ენმ-ში ამბობენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის იმ თავის ცვლილებას შეეცდება, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს.
„ძირითადი მიმართულება, რის გამოც ჩვენ ვმონაწილეობთ ამ კომისიის მუშაობაში არის ის, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. გარდა ამისა რა თქმა უნდა ასევე ჩვენი პოზიციაა, რომ ადამიანის უფლებათა თავი არ უნდა დასუსტდეს. თუ მოხდება გაუმჯობესება ამას მხარს დავუჭერთ, მაგრამ არანაირად სტანდარტი არ უნდა დაეცეს. ჩვენ ისევე როგორც ბევრ სხვას, გვაქვს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ მმართველი ძალა შეეცდება კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილებები, რომელიც მოსახლეობას ჩამოართმევს უფლებას პირდაპირი წესით აირჩიონ პრეზიდენტი. ჩვენ რა თქმა უდნა ამას შევეწინააღმდეგებით,“-აცხადებს გიორგი ტუღუში.
მასალის გამოყენების პირობები






