ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 16:48, 10 Jan, 2017     1648

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, რუვენ რივლინი მიიღო, რომელიც საქართველოშიოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ 8 იანვარს, იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტსადამიანთა დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. რუვენ რივლინმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებულისაქმიანობა უსურვა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოსა დაისრაელში არსებულ ვითარება, ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც. რუვენ რივლინის განცხადებით,ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზეც ისაუბრესდა აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების აქტიური მუშაობა.

მხარეებმა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოსთანთანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ისრაელისსახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავება. ორი კვირის წინ დაახლოებით ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც მონაწილეობდნენპარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რამდენიმე ვიცესპიკერი იყო ჩამოსული საქართველოში და ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები დავგეგმეთ ჩვენითანამშრომლობის გაღრმავების. ამ მიმართულებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, რუვენ რივლინის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოსთან მომავალი თანამშრომლობის შესახებმნიშვნელოვანი სიგნალი იყო.

ეს იყო ძალიან მაღალი დონის ვიზიტი და სიგნალი ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ისრაელთან გვაკავშირებს დიდიხნის თანამშრომლობის და მეგობრობის ისტორია და ბუნებრივია, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, ურთიერთობების გაღრმავება არაერთ სტრატეგიულსფეროში, ეფუძნება სწორედ ამ სტრატეგიას და ამ გამოცდილებას. რაც შეეხება, სფეროებს, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, კარგად მოგეხსენებათ, რომეკონომიკური განვითარებისთვის და იმ გაცხადებული პრიორიტეტებისთვის, რაც აქვს საქართველოს მთავრობას დღეს, მნიშვნელოვანია სწორედ ისეთისახელმწიფოს მხარდაჭერა, როგორიც არის ისრაელი - ეს არის ეკონომიკური ინიციატივები, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სოციალური სფეროები, ეს არისსაქართველოს როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში და მისიებში, სადაც ჩვენ გვაქვს გადაკვეთის წერტილები და თანამშრომლობის წარმატებულიგამოცდილება ისრაელთან, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათაკომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42