მოლაპარაკებები "გაზპრომთან" - ვაჭრობა რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოებრიობით
პოლიტიკა - 17:18, 10 Jan, 2017     2418
"გაზპრომ-ექსპორტთან" მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომაც გოცირიძე ხელისუფლებას სტრატეგიული ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში ადანაშაულებს.
როგორც რომან გოცირიძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, „გაზპრომ-ექსპორტისა” და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრაზე რომელიც მინსკში დღეს უნდა შედგეს მოლაპარაკებაში, მხოლოდ ეკონომიკა არ არის ჩართული.

„ის არგუმენტები, რასაც ხელისუფლება შარშან კაბალური ხელშეკრულების გაფორმების დასასაბუთებლად იყენებდა დღეს დღის წესრიგიდან მოხსნილია.

შარშან თუ ირწმუნებოდნენ, რომ პატარა მილია და არ ეყოფა გამტარუნარიანობა, - შაჰდენიზის კონსორციუმმა უზარმაზარი მილი დაგვითმო. აზერბაიჯანი გვაწვდის გაზს. არგუმენტი, რომ თითქოსდა საერთაშორისო წესი არ ითვალისწინებს ბარტერს ეს არის ტყუილი. რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, არის რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის დათმობა, რომლისგანაც უნდათ პოლიტიკური შედეგების მიღწევა თვიაანთ სასარგებლოდ ან აქ იკვეთება ვიღაცების კერძო ინტერესები.

აქ არ არის მარტო ეკონომიკა, აქ არის ჩარეული რაღაც სხვა ბერკეტები, რომელიც ადრე თუ გვიან გაირკვევა. ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობით ვაჭრობა. თუ მოქმედი ხელშეკრულება შეიცვალა ეს იქნება სახელწიფო ინტერესების ღალატი. მთავრობები მუდმივი არ არის, შეიცვლებიან და ეს ადამიანები აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე"- აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაზპრომთან დღეს უნდა შედგეს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება. მხარეები რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხზე იმსჯელებენ. ჯერჯერობით უცნობია რას ითვალისწინებს ხელშეკრულების ახალი პირობები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42