"ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, 18 წლის ძმა მოკლა და გაიქცა..."- ვანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
შემთხვევა - 13:45, 10 Jan, 2017     33576
ვანის რაიონის სოფელ ყუმურში გუშინ მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი სოფელი შეძრა. 18 წლის გიორგი გიორგაძემ, რომელმაც საპატიმრო ცოტახნის წინ დატოვა, საკუთარი ძმა, 25 წლის კონსტანტინე სანადირო თოფიდან გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს.

შემზარავ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივები უყვებიან, გიორგაძეების ოჯახი სოფელ ციხესულორში ცხოვრობდა, ძმები კი ყუმურში ნახირის სამწყემსად იყვნენ წასულები.

ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ინციდენტის შემდეგ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მიმალვას ცდილობდა.

"გარდაცვლილის და მისი ოჯახის დახასიათება მხოლოდ დადებითად შემიძლია. მშრომელი ხალხია. როგორც ვიცი ბრალდებული ციხიდან ახლახანს გამოვიდა, რა მოხდა ვერ გეტყვით, თუმცა რომ მივედით ბიჭი გარდაცვლილი იყო და სისხლში ცურავდა. გიორგიზე თქვეს რომ გაიქცაო. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, როგორ შეძლო 18 წლის ბიჭმა საკუთარი ძმის მოკვლა"- აღნიშნა ადგილობრივმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა.

ქალბატონისთვის უცნობია რისთვის იხდიდა წარსულში სასჯელს მკვლელობაში ბრალდებული პირი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

რესპონდენტის განცხადებით, არსებული ინფორმაციით, "დაკავებულმა პოლიციელებს უთხრა, რომ "ძმა იმიტომ მოკლა, რომ ხშირად ეჩხუბებოდა".

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა - 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კონსტანტინე გიორგაძეს ციხესულორში დაკრძალავენ. მომხდარის სხვა დეტალებზე სოფელში საუბარი უჭირთ. დამატებით განმარტებას არც შს სამინისტროში აკეთებენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42