"დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს და მოთქვამდა, გადამირჩინეთ..." - სიკვდილის კარამდე მიტანილი სიყვარული
სოც.მედია - 12:03, 10 Jan, 2017     65428
სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება გულისამაჩუყებელი ისტორიები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ამჯერად ფეისბუკგვერდი Statusebi მორიგ ემოციურ ფოტოსა და ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სიკვდილის კარამდე მიტანილი სიყვარულის არსებობის არ მწამდა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ადამიანები გზადაგზა კარგავდნენ გრძნობებსა და ემოციებს. დღევანდელი დღე ალბათ მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ეს ადამიანი გამეცნო. საავადმყოფოს მოსაცდელში, სახე წაშლილსა და დაღლილს მისმა ტირილმა ცოტაოდენი სიფხიზლე შემმატა. მისი მეუღლე საშინელი დიაგნოზით მოიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში, თვითონ პალატაში ვერ შეჰყვა, ვერ ვუყურებ ასეთ დღეშიო. დივანზე ჩამოჯდა, დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს და გულზე მუჭების ცემით მოთქვამდა. შვილს ველოდები, ამერიკიდან მოდისო...
სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ უძლურებას რასაც ეს მოხუცი განიცდიდა. მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო, მაგრამ არაფრად ჩანდა იმ ტკივილთან რაც ამ უთბილეს ადამიანში იყო ჩაბუდებული.
მე მინახავს თვალები, უიმედობით გაჟღენთილი, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებზე ლამაზი არაფერია.
გამოსვლისას, დერეფანში მომლოდინე ერთ-ერთმა პაციენტმა დასამშვიდებლად უთხრა:
- კაცი არ ხარ?! რა გატირებსო.
მისი ხმადაბალი პასუხი კი ალბათ სულ თან გამყვება:
- ,,ჩემს გამო კი არა, მისი ტკივილებისთვის ვტირი. როგორ მძულს სიბერე... განა ცრემლიანი ნაკლებად ვეყვარები?! გადამირჩინეთ და თუგინდ მთელი სახლი გამიყიდეთ. უიმისოდ რა ფასი აქვს."

ჰო... სიყვარული არსებობს! ნაოჭებიან სახეზე ცხოვრობს და დარდნაგორები ხელებით უჭირავს მომაკვდავი მეუღლის ღონემიხდილი თითები...
,, ნეტავ ასე შემიყვაროს ვინმემ" დარდიანად ამოიოხრა ვიღაცამ."






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42