"ცენტრ პოინტის" საქმე - მაია რჩეულიშვილი წინააღმდეგია სასამართლო პროცესები საავადმყოფოში ჩატარდეს
პოლიტიკა - 10:21, 10 Jan, 2017     4699
მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ამბობს, რომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი წინააღმდეგია, სასამართლო პროცესები სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდეს.

დაცვის მხარე ითხოვს რომ პროცესი იქამდე გადაიდოს, ვიდრე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

"მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმი არ უწევს რეკომენდაციას, რომ პროცესი პალატაში ჩატარდეს. ასევე წარმოდგენილი გვაქვს მაია რჩეულიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სურს სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, თუმცა წინააღმდეგია რომ პროცესები მასთან პალატაში ჩატარდეს, ვინაიდან ამით მოხდება მისი, როგორც მორალური, ისე ფსიქოლოგიური განადგურება. ამიტომ ის თხოვს სასამართლოს პროცესის გადადებას, სანამ თავად არ შეძლებს სასამართლოში მოსვლას და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მის თხოვნას არ გაიზიარებს, მაია რჩეულიშვილი იძულებული იქნება უარი თქვას საკუთარ უფლებაზე და აღარ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომებში, ამით კი ბრალდებულის უფლება დაირღვევა", - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

სახელმწიფო ბრალდება კი პროცესის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებას ითხოვს. პროკურორების აზრით, ადვოკატებისა და ბრალდებულის აღნიშნული პოზიცია პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

დღეს უნდა გადაწყდეს, ჩატარდება თუ არა "ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე სხდომები საავადმყოფოში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42