ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა
პოლიტიკა - 01:00, 10 Jan, 2017     1967
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რუვენ რივლინის და ნეჩამა რივლინის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას და აღნიშნა, რომ წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ეს ვიზიტი ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც განსხვავებულ კონფესიათა და ცივილიზაციათა თანაცხოვრების მაგალითია. ეს მრავალფეროვნება ქართული სახელმწიფოს ძლიერებაა რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ებრაელთა თემმაც შეიტანა.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოგვიწია ბრძოლამ ჩვენი თვითმყოფადობის დასაცავად. ჩვენი ქვეყნები დღესაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი და უფრო დაცული მომავლის შექმნას ჩვენი შვილებისათვის.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დღევანდელი ვიზიტი საქართველოში ნათლად წარმოაჩენს ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, განათლებისა თუ კულტურული თანამშრომლობის უდიდეს პოტენციალს. ჩემი ისრაელში ვიზიტის დროს, მე მომეცა შესაძლებლობა უშუალოდ მენახა თქვენი ქვეყნის შთამბეჭდავი მიღწევები სხვადასხვა სფეროში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველო - ისრაელის მეგობრობის შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ისრაელისათვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისათვის.

„მე დღეს აქ მოვედი ისრაელის ხელისუფლებისაგან ნათელი გზავნილით - ისრაელი რჩება საქართველოსთან მეგობრობის ერთგული. ჩვენი სურვილია წინსვლა საერთო ვაჭრობით ყველა სფეროებში და, განსაკუთრებით გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი მიმართულებებით.

ჩვენი სურვილია საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ჩვენი საერთო ღირებულებები და მეგობრობა კონკრეტულ აქტივობებში გარდავქმნათ.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით წარმოვთქვა სადღეგრძელო ჩვენი საერთო წარსულის პატივსაცემად, გამოვხატო მადლიერება თქვენი მასპინძლობისათვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისა და მოკავშირეობის იმედით. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ისრაელი“, - განაცხადა რუვენ რივლინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42