"მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, ნიკა მელია მე წარმომადგენდა" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 17:09, 09 Jan, 2017     17581
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
უგულავას თქმით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს ესაუბრა, თუმცა საუბარი მოკითხვითი ხასიათის იყო.
”მიშასთან მქონდა საუბარი, თუმცა ძნელია მობილურით კომუნიკაცია . საუბარი იყო მოკითხვით, ადამიანურ დონეზე. შეხვედრის სურვილი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, რადგან მე ვერ ვტოვებ ქვეყანას, ხოლო მიშა ვერ ჩამოდის საქართველოში. რაც შეეხება მის პოზიციას პარტიის დაშლასთან დაკავშირებით, ეს თავად მან უნდა დააფიქსიროს, მე ვერაფერს გეტყვით”, - თქვა გიგი უგულავამ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
თბილისის ყოფილი მერი, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "გიგი უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის გიგა ბოკერიას მხარეა".

”მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა მელიას გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში"- აღნიშნა უგულავამ.
რაც შეეხება ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებას, უგულავა აცხადებს, რომ პარტია არის კრიზისში.
"თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში”, - განაცხადა გიგი უგულავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42