არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას არ ეთანხმებიან მმართველი პარტიის წევრები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ე.წ. ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული, რათა ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ განაცხადა, სააგენტო უნდა იყოს დისტანცირებული.
„მოსმენების ტექნიკური აღჭურვილობა უნდა იყოს სწორედ იმ სტრუქტურის ხელში, რომელიც მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება ერთის მხრივ, ძალოვანი უწყებებისგან და მეორეს მხრივ, იქნება დამოუკიდებელი და ექნება კონტროლის ეფექტური მექანიზმები სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ სააგენტო უნდა იყოს მთავრობისგან დისტანცირებული“ - განაცხადა საჯაიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტს ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანის ვალდებულება აქვს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში გადაწყვეტილება მიიღო და კანონში არსებული რამდენიმე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო.
მასალის გამოყენების პირობები






