ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაგუნდელები ყოფილ პრემიერთან ბიძინა გარიგებაში დაადანაშაულა.
”ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას. პარტიიდან გარბიხართ, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი”, -უთხრა მელიამ სერგო რატიანს.
სერგო რატიანი კი დაინტერესდა სად იყო აქამდე და რა პოზიცია ჰქონდა: ”ბოკერიას ვინც უჯერებდა, კარგად ვხედავთ. აქამდე სად იყავი".
პარტიის აღმასრულებელმა მდივანს დღეს ტელეკამერებთან არც ის დაუმალავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა უკვე გაყოფილია". მეტიც, რატიანმა პარტიის მეორე ჯგუფის ქმედებებს ბოლშევიზმი უწოდა.
„როდესაც შენი თანამებრძოლები შენს გვერდზე აღარ არიან და შენ ლაპარაკობ ხალხის ენით, ამას სხვა არაფერი ქვია თუ არა ბოლშევიზმი. ამიტომ, ეს სცენები არის სამარცხვინო. ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ხდება ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებაა მიღებული დაიშალოს პარტია"- თქვა რატიანმა.
"ნიუპოსტი" პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე ნიკა მელიას ესაუბრა. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მელია ამბობს, რომ ფრაქციის სხდომისა და სასამართლოს სხდომის ჩანიშვნასა და ასევე ორივე სხდომის ერთდროულად გადადებას შორის უცნაური დამთხვევაა.
"მე თქვენ კოლეგებსაც ვუთხარი და თქვენც იმავეს გაგიმეორებთ: უცნაური დამთხვევაა, როცა ჩემი სასამართლო პროცესი და ფრაქციის სხდომა სხდომა ერთდროულად გადადო. იცით, რომ დილის 4 საათზე გადაიდო ფრაქციის სხდომა, დღეს კი ვიგებ რომ სასამართლო პროცესიც, რომლის მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილი, ისიც გადადებულია".
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ბოკერიას ფრთას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება გადაწყვეტილი აქვს, თუმცა მაინც აკეთებენ მავნებლურ განცხადებებს.
"ბოკერიას გუნდი, ისეთ მიუღებელ ქმედებებს ჩადის, როგორიცაა საპარლამენტო სიიდან თავისი კოლეგების ამოღებაა. მათ აქვთ მცდელობა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გადააყენონ. მანამდე იყო ცენტრალური ოფისიდან მათთვის არასასურველი ადამიანების გაშვება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ისინი რამდენიმე დღეში ტოვებენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ღალატობენ 5 000 ამომრჩეველს. დღეს ენმ-ს ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს, რომლებმაც ხმა მისცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და არა ვიწრო ჯგუფს, რომელიც სხვა პარტიაში აპირებს გადასვლას. მათ დღესაც არ ჰყოფნით იმის სიმამაცე, რომ ღიად თქვან, რომ აპირებენ პარტიიდან წასვლას. ვსვამ კითხვას, თუ მათ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ (ეს კი ნამდვილად ასეა) რატომ ჩადიან ამდენ მავნებლობას? ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ჯგუფს, მართავს ერთი ადამიანი და ის არის გოგა ბოკერია. და ეს ჯგუფი აკეთებს ყველაფერს დააზიანოს ნაციონალური მოძრაობა, ჰკითხეთ გიგა ბოკერიას რას ეუბნება 5 000 ამომრჩეველს "- აღნიშნა ნიკა მელიამ.
ენმ-ს წევრი "ნიუპოსტთან" საუბრისას ამბობს, რომ "გიგი უგულავა გიგა ბოკერიას გუნდის წევრია".
"სიმართლე უნდა ითქვას, გიგი უგულავა ამ დაპირისპირებაში გიგა ბოკერიას გუნდშია. აქიდან გამომდინარე ის სურვილის შემთხვევაშიც ვერ იქნება ადამიანი, რომელმაც რაღაცა როლი შეიძლება ითამაშოს მორიგებაში. მეტიც, მისი სურვილიც არის რომ ერთი ჯგუფი ენმ-დან იქნას გასული. აქ ჩემთვის მთავარია, ის რომ 5 000 ადამიანს ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ, ამ ადამიანებმა. პარტიის ერთგულმა წევრებმა და მხარდამჭერებმა ამ დეპუტატებისთვის ბოლომდე იბრძოლეს, ღამეები ათენეს, მიიღეს უამრავი შეურაცხყოფა, იყვნენ შანტაჟის და მუქარის მსხვერპლნი და დღეს ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც მზად არიან ზურგი შეაქციონ ამომრჩევლებს და ტოვებენ პარტიას და გადადიან სხვა პარტიაში"- თქვა მელიამ.
დეპუტატი თანაპარტიელებს მოუწოდებს დროზე გააკეთონ განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ, რადგან მელიას ინფორმაციით ბოკერიას ფრთას ეს გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია მიღებული აქვს.
"მიუხედავად მცდელობისა, რომ ზიანი მიაყენონ ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ 20 იანვარს ჩავატარებთ უპრეცენდენტო, ფართომასშტაბიან ყრილობას, სადაც ნაციონალური მოძრაობა თვისობრივად განახლდება და ახალი მოტივაციით დაუბრუნდება იმ ნიშას რომელშიც ყოველთვის იყო - სახალხო ფორმატში ჩადგება"- განმარტა დეპუტატმა.
"ნიუპოსტი" ასევე დაინტერესდა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის, რაზეც დეპუტატმა კონკრეტულად არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ისინი პირველ რიგში ვალდებულები არიან ანგარიში გაუწიონ ამომრჩეველს".
"ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც არის რეალური ოპოზიცია. მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მცდელობისა, რომ პოლიტიკური ველი გააუდაბნოვოს ეს მას ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში არც ადრე გამოუვიდა და არც ახლა შეძლებს ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას. 20 იანვარს ჩვენ არა თუ დავსუსტდებით, არამედ გავძლიერდებით და განვითარებას შეუდგებით. ამას იგრძნობენ ჩვენი მხარდამჭერები და ასევე პოტენციური მხარდამჭერებიც"- დასძინა ნიკა მელიამ.
კითხვაზე ვის ინტერესში შედის "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირება და ხედავს თუ არა ამ პროცესებში ყოფილი პრემიერის ხელს ნიკა მელიამ თქვა: "ბუნებრივია ივანიშვილი დაინტერესებული იქნება, მაგრამ კიდევ გეუბნებით, მას არაფერი გამოუვა. ნაციონალური მოძრაობიდან ძალიან ბევრი ადამიანი წასულა, მათ შორის წასულან ჯგუფებად, ბევრი შემოერთებულა, რადგან ეს არის მოძრაობა, რომელიც მუდმივად განახლების ძიებაშია, არის დინამიური პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ესე ერთი ხელის მოსმით ვერ გაანადგურებ, ერთი ბიძინა ივანიშვილი კი არა 10 ბიძინა ივანიშვილიც ვერ დაასუსტებს".
მასალის გამოყენების პირობები






