მიხეილ ჯანელიძე თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 11:52, 09 Jan, 2017     1382
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთის რესპუბლიკას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ შეკრებაში, სადაც სიტყვით მიმართავს თურქ დიპლომატებს.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან. მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს.

თურქეთში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დროს განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობა, საუბარი ასევე შეეხება ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის ამბასადორიალში ასევე მონაწილეობენ ტუნისის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42