„არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაკავება“ - მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 09:59, 09 Jan, 2017     4470

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმის ფაქტთან მიმართებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს. „კურიერთან“ საუბრისას მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მომხდარი მსუბუქი დანაშაულია და პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის:

თავდასხმა ნიკა გვარამიაზე - ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ რატი გაჩეჩილაძეს არ უნდა შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მსუბუქი დანაშაულია და პატიმრობის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, თუმცა აცხადებს, რომ ის გმობს ძალადობას.

"ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება, მე როგორც პოლიტიკოსმა, ეს შემიძლია ვთქვა, მაგრამ ჩემი აზრია, რომ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაკავება, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევებში ანალოგიურ დანაშაულზე არ შეეფარდათ დაპატიმრება. ეს არის ევროსასამართლოს რეკომენდაციებიც და ეს არის პრინციპებიდან გამომდინარე, რაც აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვის დროს განიხილება ხოლმე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არ უნდა იყოს გამონაკლისი, ნიკა გვარამია იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი თუ ქართული ოცნების მომხრე თუ მოწინააღმდეგე და ა.შ. ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. რაც არის დადგენილი პრაქტიკა, მაგალითად, ნაკლებად მძიმე დანაშაულებებზე, ასე უნდა გაგრძელდეს ამ შემთხვევებშიც,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42