ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციის გაგრძელებას პროგნოზირებენ ექსპერტები. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას რეალური გეგმა არ გააჩნია, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მათი ვარაუდით, ქვეყანაში 2017 წელს ეკონომიკური ზრდა არ იქნება, რაც ლარის სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება:
"ეკონომიკური ზრდა წელს ჩვენ არ გვექნება ისეთი, რამაც შეიძლება ლარის სტაბილურობა განაპირობოს. ერთადერთი, რაც ლარის კურსზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ ძალიან მოკლევადიან პერიოდში, არის ის, რომ თუ სესხებს გადაიყვანეს დოლარიდან ლარში, მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, ძირითადი ფაქტორები ამუშავდება. რაც არის ის, რომ ქვეყანაში იმპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპორტი. ინვესტიციები არ შემოდის იმისთვის, რომ განაპირობოს ლარის სტაბილურობა და ყველაფერი ეს ჯამში განაპირობებს სწრაფ მერყეობებს, მეორეს მხრივ კი, მის გაუფასურებას,“ - განაცხადა გიორგი პაპავამ.
ექსპერტთა ნაწილი პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების მატებასაც ელის.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიამიტები და არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ახალი წელი, წვიმა, ქარი, არის ლარის კურსის განმაპირობებელი გარემოება. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები. ისინი ხედავენ მცდარად და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც მცდარია,“-აცხადებს პაატა შეშელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






